in ,

ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს აქ თამაში: ხვიჩა მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ“ შინ „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთლად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

თამ,აშის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა:

ხვიჩა შენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ოთხ თამაშში ოთხი გამარჯვება დაგიგროვდათ. რა მიზნები გაქვთ ახლა?

პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვება ბიჭებს. ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ამ სტადიონზე თამაში, რადგან აქ ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, წინ სერია ა-ს თამაშები გველოდება და ამაზე მოვახდენთ კონცენტრაციას. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, ამ წამს კი ძალიან კარგ განწყობაზე ვართ.

ეს შენი პირველი პენალტია „ნაპოლის“ რიგებში. მომავალშიც გსურს 11-მეტრიანის შესრულება?

გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეასრულებს პენალტს. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და კონკრეტულ მომენტში ვინც იქნება მზად, მან უნდა დაარტყას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე აღარ ვიცით რა მეტსახელი მოვუფიქროთ: ხვიჩას ფანები ქართულის სწავლას იწყებენ

კიტე დაბრუნდა, ჩაკვემ პასი გააკეთა: ქართველები ევროტურნირებზე