გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
ტირასპოლის „შერიფმა“ „პლზენს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ასევე 1:2 დასრულდა „ლუდოგორეცისა“ და „დინამო“ ზაგრების მატჩი.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FZL8z5vWIAAmrSS.jpg)
დღის ცენტრალურ მატჩში, „მონაკო“ და „პსვ“ ფრეს დასჯერდნენ, მატჩი 1:1 დასრულდა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FZL18lPWAAEG2Bc-1024x683.jpg)
დღის მთავარი სენსაცია ბელგიაში დაფიქსირდა. ევროპა ლიგის ფინალისტმა, „რეინჯერსმა“ მასპინძელ „უნიონ როიალთან“ 0:2 წააგო და დიდი პრობლემის წინაშეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ყველაზე დამაჯერებლად კი „ბენფიკა“ გამოვიდა, რომელმაც „მიტდიულანდი“ 4:1 დაამარცხა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FZLwVeNXEAIwq1N.jpg)
დღეს კი კიდევ 5 მატჩი გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings