in ,

ჩაკვეტაძის ჰამბურგი 1/2 ფინალში 3 პენალტით დამარცხდა: გიორგიმ 5 წუთი ითამაშა

გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგი” გერმანიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ფრაიბურგთან” 1:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

“ფრაიბურგი” პირველივე ტაიმში 3-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და ფაქტობრივად პირველ 45 წუთშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. საინტერესოა, რომ “ფრაიბურგიდან” სამივე გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან: ნილს პეტერსონმა, ნიკოლას ჰიოფლერმა და ვინჩენცო გრიფომ გაიტანეს. “ჰამბურგის” რიგებში ერთი გოლი რობერტ გლაცელის ანგარიშზეა.

ჩაკვეტაძე თადარიგში იყო და მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებელი არ შეუქმნია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავდათუაშვილი ევროპაზე მთავარი ფავორიტია: მასზე დიდი წნეხი იქნება, მაგრამ ამას მიჩვეულია

ზივზივაძისა და ბერიძის უიპეშტმა თასის ნახევარფინალი წააგო