in ,

შოთა არველაძე: კვარაცხელია მკვლელია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” გასვლაზე “აიაქსს” დაუპირისპირდება.

ნიდერლანდეურმა De Telegraaf-მა მატჩამდე კომენტარი ამსტერდამული გუნდის ყოფილ ფორვარდ შოთა არველაძს სთხოვა და რა თქმა უნდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო.

ირკვევა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ქართველი შემტევის შეძენა “აიაქსს” შესთავაზეს, თუმცა ნიდერლანდელებს მოთხოვნილი თანხა ეძვირათ.

“გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა ამსტერდამელებს შესთავაზეს, იმ ხნად “კვარას” რუსეთში არც თუ ისე კარგი სტატისტიკა ჰქონდა. რუსებმა 15 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაცნიდერლანდელებს ეძვირათ, საბოლოოდ, კი ხვიჩა “ნაპოლიში” 10 მილიონ ევროდ აღმოჩნდა.

“კვარას” უდიდესი კლასი აქვს. ის ტანმაღალია და ორივე ფეხით ძალიან ძლიერად თამაში შეუძლია. მას განსაკუთრებულობას ის სძენს, რომ როგორც მცირე, ისე დიდ სივრცეში, ძალიან კარგია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგივა როგორც გინდა, მაგრამ ის მოედანზე ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

კვარაცხელია ნამდვილი “ქილერია” ის თამაშს კითხულობს და მისი არასწორი გადაწყვეტილება არ მახსენდება. ის უბრალოდ მიდის ბურთთან და კლავს მას.

“აიაქსისთვის” უკეთესი იქნება, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს აკონტროლოს და ქართველმა ის რაც შეიძლება იშვიათად მიიღოს. ერთი-ერთზე ფეხბურთელთან ის არ უნდა დატოვონ, რადგან ასეთ შემთხვევაში ხვიჩა ძალიან ძლიერია”, – ამბობს არველაძე.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უპრეცენდენტო შემთხვევა: აბუ დაბიში NBA-ს ორი გუნდი იპაექრებს?

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია სწორად მოიქცა რომ ბოდიში მოიხადა