in ,

შენ ვის შეახტი ბიჭო: პენალტი, ქამბექი, ყველა მოგება, ჩემპიონის მარცხი… – VIII ტური

იტალიაში ამ ტურში მაგარი ამბები იყო.

ტური ცენტრალური მატჩით დაიხურა. “იუვენტუსმა” “რომას” უმაპინძლა და მინიმალური სხვაობით მოიგო (კინი, 16). რომაელებს ანგარიში უკვე პირველ ტაიმში უნდა გაეთანაბრებინათ, მაგრამ ვერეტუს პენალტი მეკარემ აიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ “იუვენტუსმა” ძირითადში 7 იტალიელი ფეხბურთელი დააყენა, რაც საკლუბო რეკორდია 2015 წლის შემდეგ – მაშინ “ინტერთან” 8 იტალიელმა ითამაშა.

მნიშვნელოვანი მატჩი შედგა რომში, სადაც “ლაციომ” მოახერხა ჩემპიონისთვის პირველად მიეყენებინა მარცხი.
სიმონე ინძაგიმ „ინტერის“ მწვრთნელობისას სერია ა-ში პირველი თამაში ყოფილ გუნდთან წააგო.

ინძაგი: „ინტერმა“ თავი არ უნდა დაკარგოს. ერთი საათი რომ ანგარიში მიგყავს, იქ 3 ქულა უნდა აიღო“.

This image has an empty alt attribute; its file name is ss-lazio-v-fc-internazionale-serie-a-2-copy-1024x683.jpg

“ლაციო”-“ინტერის” მატჩში ერთი იშვიათი რამ დაფიქსირდა, რაც გასული უქმეების მთავარი კადრია. ფინალური სასტვენის შემდეგ “ლაციოს” მცველი ლუის ფილიპე ზურგზე შეახტა “ინტერის” ხოაკინ კორეას. ყველაფერი ჩხუბით და ფილიპესთვის წითელი ბარათით დასრულდა.

ქამბექი დასჭირდა “მილანს”. “როსონერი” პირველ ტაიმს 0:2-ს აგებდა და მეორე ტაიმში მოუწია ჩარხის შემოტრიალება, ბოლო მესამე გოლი ვერონელებმა თავად შეაგდეს საკუთარ კარში. “მილანმა” ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო.

მას შემდეგ, რაც სერია ა-ში 3 ქულის წესი დაინერგა, “მილანმა” 8 ტურში პირველად მოაგროვა 22 ქულა.

პიოლი: „ვიწვალეთ, მაგრამ ვნახეთ, რომ გუნდი მომწიფებულია“.

თქვენ დადიხართ, მე დავფრინავ – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მაკრატელა დაარტყა და მერე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა.
შვედი გიგანტი 12 სექტემბრის შემდეგ პირველად გავიდა მოედანზე, ის 77-ე წუთზე შეუშვეს.

“ნაპოლიმ” კი თავისი მერვე მატჩიც მოიგო. ნეაპოლელებმა ბოლოსკენ გატეხეს “ტორინო” (ოსიმენი, 81) და უდანაკარგოდ ლიდერობენ ჩემპიონატს.

“ატალანტას” დუვან საპატა პირველი კოლუმბიელია, რომელმაც სერია ა-ში 100 გოლი გაიტანა.
ასევე “ატალანტელი” იოსიპ ილიჩიჩ კი ერთადერთი უცხოელია, ვისაც 2010/11 წლების შემდეგ ყველა ჩემპიონატში აქვს გოლი გატანილი.

მომდევნი ტურში “რომა”-“ნაპოლი” და “ინტერი”-“იუვენტუსია”.

სერია ა – VIII ტური

მილანი – ვერონა 3:2
ლაციო – ინტერი 3:1
სპეცია – სალერნიტანა 2:1
კალიარი – სამპდორია 3:1
ემპოლი – ატალანტა 1:4
ჯენოა – სასუოლო 2:2
უდინეზე – ბოლონია 1:1
ნაპოლი – ტორინო 1:0
იუვენტუსი – რომა 1:0

18 ოქტომბერი
ვენეცია – ფიორენტინა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიჯის ესპანეთში შევერკინებით

ასეთებიც ხდება: ბარსელონამ თამაში მოიგო – IX ტური