in ,

ასეთებიც ხდება: ბარსელონამ თამაში მოიგო – IX ტური

ლა ლიგაში არასრული ტური გაიმართა. ორი მატჩი დღესაა დანიშნული, ორი კი გადაიდო – სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის საკვალიფიკაციო სანაკრებო მატჩების გამო. და სანამ “რეალი” და “ატლეტიკო” არ თამაშობდნენ, ლიდერი “სოსიედადი” გახდა (20 ქულა), რომელმაც სულ ბოლო წუთზე გაიტანა ერთადერთი და გამარჯვების გოლი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმს სან სებასტიანელები კაცნაკლული თამაშობდნენ.

“ვილიარეალი” მე-11 ადგილზეა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო ლა ლიგაში, ახლა კი შინ იმ “ოსასუნასთან” წააგო, რომელიც ქულებით “რეალს”, “სევილიას” და “ატლეტიკოს” გაუთანაბრდა (17 ქულა).

მთავარი მატჩი კი “ნოუ კამპზე” გაიმართა და “ბარსელონამ” როგორც იქნა მოიგო.
ვთქვათ, რომ შედგა სერხიო აგუეროს დებიუტი, რომელიც 87-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

მართალია “ბარსა” ჯერ უჩვეულო მე-7 პოზიციაზეა, მაგრამ ხასიათი გამოიკეთა მომდევნო ტურის წინ. მომდევნო თამაში კი თვით კლასიკოა – 24-ში გრანდები ბარსელონაში ითამაშებენ. პოზიციების მიხედვით კი ცენტრალური თამაში მადრიდშია, სადაც “ატლეტიკო” ლიდერ “სოსიედადს” უმასპინძლებს.

ლა ლიგა – IX ტური

სოსიედადი – მალიორკა 1:0
ლევანტე – ხეტაფე 0:0
რაიო ვალეკანო – ელჩე 2:1
სელტა – სევილია 0:1
ვილიარეალი – ოსასუნა 1:2
ბარსელონა – ვალენსია 3:1
გრანადა – ატლეტიკო გადაიდო
რეალი – ბილბაო გადაიდო

18 ოქტომბერი
ალავესი – ბეტისი
ესპანიოლი – კადისი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენ ვის შეახტი ბიჭო: პენალტი, ქამბექი, ყველა მოგება, ჩემპიონის მარცხი… – VIII ტური

ვაკოს ბრწყინვალე გოლი: ულსანი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია