იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეხუთე მატჩი გაიმართა. ბოლონიის „ვირტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და 84:78 დაამარცხა.
სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – მილანის „არმანი“ 3:2-ს იგებს. მე-6 შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, სერია 4 მოგებამდეა.
თორნიკე შენგელიამ 30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა აიღო (6/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 7/4 საჯარიმო), ასევე მის ანგარიშზეა 2 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება.
თუმცა მთავარი აქ სხვა რამეა: ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. თოკო ბოლო 5 წუთში გუნდს ულიდერა და გადამწყვეტი როლი ითამაშა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
3:29 წუთით ადრე 2-ქულიანით გუნდი წინ გაიყვანა – 76:75;
2:28 წუთით ადრე 3-ქულიანი ჩააგდო და „ვირტუსი“ 5-ქულით დააწინაურა (80:75);
1:29 წუთით ადრე მშვენიერი პასით ფარქვეშ მარტო დატოვა თანაგუნდელი – 82:77;
43 წამით მეტოაქეს თითქმის ასპროცენტიანი ორქულიანი არ ჩააგდებინა – ეფექტურად დაუფარა;
სირენას 24 წამი უკლდა, როცა შენგელიან მე-5 ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/44a35579-dc3f-48b1-ac6c-e4101c2d041e.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings