in

გოლდენ სტეიტი ჩემპიონობას იბრუნებს – 4 ტიტული 8 წელიწაადში: კარი MVP-ია

2021/22 წლების სეზონის სტარტის წინ ბუქმეკერები და ექსპერტები „გოლდენ სტეიტს“ საუკეთესო ვარიანტში მე-4 ადგილზე აყენებდნენ – „ლეიკერსის“, „ნეთსის“, „ბაქსის“ და ზოგჯერ „სანსის“ შემდეგ.

მაგრამ ეს ახლა არაფერს ნიშნავს. ახლა მთავარი ის არის, რომ „გოლდენ სტეიტი“ ნბა-ს ჩემპიონია, ხოლო სტეფ კარის მე-4 ტიტული აქვს.

მე-6 მატჩის დაწყებამდე „ბოსტონის“ ბიჭები თამამად იყვნენ, ასეთი რამ პლეი-ოფში უკვე გამოვიარეთ, „მილუოკისთან“ და „მაიამისთანო“, მაგრამ მაშინ იცოდნენ როგორ ეპასუხათ, აქ კი…

ერთი მონაკვეთში „გოლდენ სტეიტი“ 21:0 გაიქცა, რაც ბოლო ნახევარ საუკუნეში ყველაზე დიდი უპასუხო გაქცევაა ფინალებში.

სტეფ კარი არა მარტო ყველაზე შედეგიანი იყო თავისი 34 ქულით (6 სამქულიანი 11-დან), მას თამაში მიყავდა.

ფინალის ახალბედას კი ისტორიაში ჩემპიონობა სულ სამჯერ მოუგია – 1991-ში ჯორდანის „ჩიკაგოს“, 2004-ში „დეტროიტის“ სასწაული გამარჯვება „ლეიკერსთან“ და 2019-ში „ტორონტოს“ წარმატება „გოლდენ სტეიტთან“.

ბოსტონი – გოლდენ სტეიტი 90:103

22:27, 17:27, 27:22, 24:27

ბოსტონი: ბრაუნი (34+7 მოხსნა), ჰორფორდი (19+14 მოხსნა), ტეიტუმი (13+7 პასი), რ. უილიამსი (10+7 მოხსნა+5 დაფარება), სმარტი (9+9 მოხსნა) – სასტარტო; გ. უილიამსი (3), უაიტი (2), ნესმიტი (0), მორგანი (0), კორნეტი (0), სტაუსკასი (0), პრიტჩარდი (0), ჰაუზერი (0).

გოლდენ სტეიტი: კარი (34+7 მოხსნა+7 პასი), უიგინსი (18), ტომპსონი (12), გრინი (12+12 მოხსნა+8 პასი), პორტერი (6) – სასტარტო; პული (15), პეიტონი (6), იგუოდალა (0), ლუნი (0+7 მოხსნა).

სერია: 2-4

„გოლდენ სტეიტმა“ NBA-ის შვიდგზის ჩემპიონია, რაც მესამე შედეგია.

სტეფ კარი ფინალური სერიის MVP პირველად გახდა.

კარიმ ფინალურ სერიებში 150 სამქულიანი ჩააგდო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

კარი მეათე კალათბურთელია ისტორიაში, ვისაც ფინალურ სერიებში 200-ზე მეტი შედეგიანი გადაცემა აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას დიდებული ბოლო 5 წუთი: ვირტუსმა მოიგო და სხვაობა შეამცირა

2026 წლის მუნდიალის 16 ქალაქი ცნობილია: თითო ჯგუფი თითო ქალაქში