in

ყველას უშვებენ: ახალ სეზონში სულ სხვა ბარსა იქნება

ფინანსური პრობლემების გამო „ბარსელონა“ კარდინალურ ნაბიჯებზე მიდის. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კატალონიელები გეგმავენ ძალიან ბევრ ფეხბურთელს დაემშვიდობონ.

გასაყიდად თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა გავა: ჟერარ პიკეთი, ჟორდი ალბათი და სერხიო ბუსკეტსით დაწყებული და ტერ შტეგენითა და ანსუ ფატით დამთავრებული. ბევრს მალე კონტრაქტი უმთავრდება, ამიტომ „ბარსა“ გეგმავს მათ ხელფასებზე დაზოგოს და თან ტრანსფერიდან ფულიც აიღოს, ვიდრე მერე უფასოდ გაუშვას.

საკვანძო პრობლემა პიკეს უკავშირდება. კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უკმაყოფილოა მცველის გავლენით გასახდელში, ასევე არ მოეწონა ფეხბურთელის შეხვედრა უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინისთან. პიკე მაღალ ხელფასს იღებს და ლაპორტას მისი „სიტის“ მცველ ერიკ გარსიათი ჩანაცვლება უნდა. ალტერნატიული ვარიანტია ლისანდრო მარტინესი „აიაქსიდან“.

ზაფხულში „ბარსა“ აპირებს მარტო თავისუფალი აგენტები მიიყვანოს: მემფის დეპაი, სერხიო აგუერო, ვეინალდუმი. ასევე კლუბი განიხილავს გაცვლის ვარიანტებსაც, მაგალითად, „იუვენტუსში“ ვინმეს გაუშვებს მატიის დე ლიგტის სანაცვლოდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუარესის ბოღმა ოქროდ იქცა: არც რეალი და არც ბარსა (38-ე ტური)

1 წუთი – 39 ათასი, 1 გოლი – 18 მილიონი: რა უჯდება აზარი რეალს