იაპონური „ურავას“ ფანები უკმაყოფილო დარჩნენ პსჟ-სთან მატჩის ბილეთის ფასის გამო.
პარიზული გრანდი იაპონურ ტურნეშია და ერთ-ერთი შეხვედრა „ურავა რედ დაიმონდთან“ მოუწია. ადგილობრივმა ქომაგებმა დიდი ბანერი გამოფინეს და ამით გააპროტესტ-გააქილიკეს ბილეთის ღირებულება.
„3000 იენი (დაახლოებით 60 ლარი) ჩემპიონთა ლიგის 6-გზის გამარჯვებულ „ბაიერნთან“ მატჩზე და 8000 იენი (დაახლოებით 160 ლარი) პსჟ-სთან მატჩზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. ხუმრობთ?“ – ეწერა ბანერზე.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/FYWvpU0aIAASych.jpg)
ვნახოთ რაში მოუწიათ იაპონელებს ფულის გაღება? თამაში სტუმრებმა 3:0 მოიგეს. ერთი გოლი მბაპემ გაიტანა, ანუ მბაპეს გოლი ნახეს. ნეიმარი და მესი კი შეცვლაზე შევიდნენ. ბრაზილიელმა სწორედ მპაბე შეცვალა 58-ე წუთზე, ხოლო იქვე ლეომ იკარდი. ანუ გამოვიდა, რომ ტრიო ვერ ნახეს, ხოლო მესი-ნეიმარი საათნახევრის ნაცვლად ნახევარ საათზე მეტხანს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/urawa-37-mbappe.jpg)
ისე, ყველა ბილეთი კი გაიყიდა და…
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/urawa-35-stade.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings