in ,

საქართველო ევროპას ლამაზად ასრულებს: ყველა ბილეთი გაყიდულია

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა ერთი და გადამწყვეტი მატჩი – ფინალი, რომელიც ბათუმის ლამაზ სტადიონზე გაიმართება და ასე ლამაზადვე დასრულდება, რადგან მაყურებლის დასწრება გარანტირებულია.

ინგლისისა და ესპანეთის ფინალურ შეხვედრაზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, წლევანდელ ევრო 2023-ზე დამყარდა ამ ტურნირზე მაყურებლის დასწრების რეკორდი და ეს თბილისში მოხდა. საქართველოს ნაკრებმა მიჯრით დაამყარა და გააუმჯობესა საკუთარი რეკორდები – ბელგიასთან, ნიდერლანდებთან, ისრაელთან. ახლი კი სხვა ქვეყნის გუნდების მონაწილეობით მატჩზეც გაავსებს ტრიბუნებს, რაც ხშშირი შემთხვევა არ არის.
თუმცა, ზემოთქმულ „ყველა ბილეთი გაყიდულიას“ დროსაც რჩებოდა „დინამო არენაზე“ ცარიელი ადგილები და იმედია ბათუმში იგივე არ განმეორდება.

რაც შეეხება ინგლისისა და ესპანეთის ფინალს, ის ხვალ, 8 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყიფშოს თასი: 11 ივლისს, კიკვიძის პარკში ახალგაზრდა ფრენბურთელს გაიხსენებენ

მამარდა U-25 ტოპ 5 მეკარეშია