in

“ტორპედო” კაპიტანმა დატოვა

“ტორპედო” კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი “ფეისბუქის” გვერდით ავრცელებს:

“ვაჟა ტაბატაძე “ტორპედოს” ღირსებას აღარ დაიცავს. გუნდის კაპიტანს “ტორპედოსთან” ერთად მრავალი დაუვიწყარი წელი აქვს გატარებული. ვაჟა ტაბატაძე გუნდთან ერთად 2016/17 წელს ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2015/2016 და 2022 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

კლუბი მადლობას უხდის ვაჟას თითოეულ შეხვედრაში ნაჩვენები თავდადებული გარჯის, ბრძოლისუნარიანობისა და პროფესიონალიზმისათვის! წარმატებებს გისურვებთ კაპიტანო!”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კანი: ნოიერი გააფრთხილეს, რომ სრიალი სახიფათო იყო, მაგრამ ის არავის უსმენს

ნევილი&ვრაითი&კინი: სად არის პენალტი?!