in

ტორპედომ დინამო დაამარცხა და ფინალში გავიდა!

საქართველოს თასის ნახევარფინალში ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “დინამო” 2:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები პედრო მონტეიროს გოლით 56-ე წუთზე დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი მაურო კაბალერომ 73-ე წუთზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ “ტორპედოს” თბილისის “დინამო” 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

მათი მეტოქე “ლოკომოტივი 2”-სა და “საბურთალოს” შორის გაირკვევა, მატჩი პარალელურად მიმდინარეობს და უკვე პენალტების სერიაა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა

შერმადინის მორიგი კარგი მატჩი!