ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ქუთაისის სტადიონზე ქართული კლასიკო შედგა (ტორპედო-დინამო თბილისი), მაგრამ მატჩი ვერ ჩამთავრდა.
შეხვედრის 96-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:1 იყო “დინამოს” სასარგებლოდ, ქუთაისელ ქომაგებსა და “დინამოს” ფეხბურთელებს შორის დაწყებული ჩხუბის გამო ჩაიშალა.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის “ტორპედოს” თბილისის “დინამოსთან” ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვალა და, გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, “ტორპედო” მომდევნო 5 საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ გამართავს. ასევე, ორივე გუნდს დაეკისრება ფინანსური სანქციები. ოფიციალურ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცოტა ხანში გაავრცელებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings