in

საქართველო არ ყოფილა სიურპრიზი: სტალე სოლბაკენი

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირი ნორვეგიასთან რთული ფრით დაიწყო – 1:1.

ესპანეთში პირველ ტურის შეხვედრაში წაგების შემდეგ, სტუმრები მოსაგებად იყვნენ ჩამოსული და მშვენივრადაც ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ ქულით დაკმაყოფილება მოუწიათ.

ევროპა ქულით დავიწყეთ: ნორვეგიამ საქართველოს გზის სირთულე აჩვენა – 1:1

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა თამაში შეაფასა:

„სიურპრიზი საქართველოს მხრიდან? მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მოულოდნელობა მეტოქეს არ შემოუთავაზებია.
საქართველოს ნაკრების შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცოდით, მიქაუტაძეც არ ყოფილა სიურპრიზი. ასევე გამოვარჩევ მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც დღეს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

არა მგონია, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა ხელიდან გაგვექცა. უბრალოდ, რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და საქართველომ კარგი კონტრშეტევები განახორციელა.

ამის მიუხედავად, მგონია, რომ როცა სტუმრად 7 საგოლე მომენტს ქმნი, ხოლო მასპინძლებს 2-3 შანსი აქვთ, ეს არ მიუთითებს ცუდ თამაშზე“.

იშვიათად უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა: თამაშის შემოტრიალება პოტენციალზე მეტყველებს – ვილი სანიოლი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იშვიათად უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა: თამაშის შემოტრიალება პოტენციალზე მეტყველებს – ვილი სანიოლი

შეიძლებოდა მოგებაც… გაგვიჭირდა… დადებითი შედეგია… ფეხბურთელების კომენტარები