საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. დღეს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მუნდიალის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა. გაირკვა ჩვენი ნაკრების მეტოქეებიც და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ფორტუნასი დასამდურებელი არაფერი გვაქვს: ამაზე უარესიც შეიძლება დამჯდარიყო.
ჩვენი მეტოქეები არიან – სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე.
საქართველო F ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/04/343940727_898137824587848_7430899318163831017_n-1-1024x768.jpg)
წილისყრის შემდეგ 32 გუნდი 8 ჯგუფში ასე განაწილდა:
A ჯგუფი: ფილიპინები, იტალია, დომინიკის რესპუბლიკა, ანგოლა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
B ჯგუფი: სერბეთი, პუერტო რიკო, ჩინეთი, სამხრეთ სუდანი.
C ჯგუფი: აშშ, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, იორდანია.
D ჯგუფი: ლიეტუვა, მონტენეგრო, მექსიკა, ეგვიპტე.
E ჯგუფი: ავსტრალია, იაპონია, გერმანია, ფინეთი.
F ჯგუფი: სლოვენია, ვენესუელა, საქართველო, კაბო ვერდე.
G ჯგუფი: ესპანეთი, ბრაზილია, ირანი, კოტ დივუარი.
H კგუფი: კანადა, საფრანგეთი, ლატვია, ლიბანი.
რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება, 10 სექტემბრამდე გასტანს და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/04/343932677_261060736312803_5919047104471898533_n-819x1024.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings