in

საფინას და ბერულავას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა: ისტორიული შედეგი

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ქართული სპორტის ისტორია დაწრრეს. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარინა საფინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ლუკამ და კარინამ თავისუფალი პროგრამა 120.35 ქულით დაასრულეს. თავისუფალი და მოკლე პროგრამის ჯამით კი, 188.12 ქულა დააგროვეს და კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობეს. მეორე ადგილზე ავსტრალიური წყვილი გავიდა-169.91 ქულით. მესამე ადგილის მფლობელები კი, კანადელებმა მოიპოვეს-156.80 ქულა.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგია. აქამდე საუკეთესო შედეგი 2020 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას ჰქონდთათ, რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს.

საფინამ და ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც საქართველოს ისტორიაში (ზამთრის ოლიმპიადებზე) საუკეთესო მიღწევაა. ამ სეზონში მათ ევროპის ჩემპიონატზე მე-4, მსოფლიოზე ასევე მე-4 შედეგი აჩვენეს (

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ტურის MVP გახდა

ვიდეო: ბუდუს საოცარი გოლი -ზივზივაძის დუბლი და ბერიძის გოლი