in ,

სამგურალმა დინამო ისევ გაამწარა: ბათუმი თბილისს 7 ქულით უსწრებს

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მეოთხე გადამწყვეტი წრე დაიწყო. შესაბამისად, ამიერიდან გუნდებს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

28-ე ტური

სამგურალი – დინამო თბილისი 2:2
სამტრედია – თელავი 0:2
შუქურა – დილა 4:0
ლოკომოტივი – საბურთალო 3:2
დინამო ბათუმი – ტორპედო 3:1

28-ე ტური წყალტუბოში გაიხსნა. “სამგურალმა” კახა ცხადაძის თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და ფრეს 2:2 დასჯერდა. “სამგურალი” მიმდინარე ჩემპიონატში თბილისური გუნდისთვის ძალიან უხერხულ მეტოქედ იქცა – 2 მოგება და 2 ფრე.

ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. სერგო კუხიანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. მე-12 წუთზე წონასწორობა დავით სხირტლაძემ აღადგინა. ნახევარი საათის თავზე კი, ბრანს ოსეიმ “დინამო” წინ გაიყვანა. 73-ე წუთზე კი, დავით კირკიტაძის პასით ნიკა კალანდარიშვილმა შეძლო ანდრეს პრიეტოს კარის აღება და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა სამტრედიაში. ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გუნდებისთვის ამ მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებით მასპინძლებისთვის. სამტრედიელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ ცეცაძის გუნდს ხან არ უმართლებდა და ასევე ბრწყინვალე იყო კახელების მეკარე ლუკა სანიკიძე. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ლაშა შერგელაშვილის ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ბექა ქურდაძის კარის ბადეში გაეხვია. 33-ე წუთზე კი, ანტონ თოლორდავამ შეძლო უზუსტესი თავურით გატანა.
მეორე ნახევარი “სამტრედიას” უპირატესობით წარიმართა. “თელავმა” ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი და გამოვიდა კიდეც. კახელებს შანსი აქვთ ეროვნულ ლიგაში ადგილი ფლეი-აუტის გარეშე შეინარჩუნონ. იმერლებს კი, მეცხრე ადგილამდე 9 ქულა აშორებთ.

“სამტრედიას” კონკურენმა ქობულეთის “შუქურამ” კი, მოულოდნელად გორის “დილა” 4:0 გაანადგურა და სამტრედიელებთან კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. ქობულეთელებმა გორელებს ყველა კომპონენტში აობეს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გორელებს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ და ასევე დემჩენკოს მოთამაშეთა დიდი არჩევანიც არ აქვს.

ქობულეთელთაგან გოლები მიშიკო სარდალიშვილმა, ზურაბ მუსელიანმა, ირაკლი კომახიძემ და ლევან ინგოროყვამ გაიტანეს.

უხვგოლიანი თბილისური დერბი ვიხილეთ საგურამოში. თბილისის “ლოკომოტივმა” “საბურთალოს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. ლოკოსგან გოლები ირაკლი სიხარულიძემ, თეიმურან შონიამ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს. საბურთალოდან კი, ორ გოლი დიმტრო მანდრიჩენკოს და ნიკოლოზ მალის ანგარიშზეა.

ტურის ბოლო მატჩი კი, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართა და ჩემპიონატის მთავარმა ფავორიტმა და ერთპიროვნულმა ლიდერმა ბათუმის “დინამომ” “ტორპედო” 3:1 დაამარცხა. ბათუმელთაგან გოლები გიორგი ფანცულაიამ, გიული მანჯგალაძემ და გიორგი ზარიამ გაიტანეს. “ტორპედოსგან” ერთი გოლი კი, ბაქარ მირცხულავას ანგარიშზეა. ასე და ამგვარად, ბათუმმა თბილისის “დინამოსთან” 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სად არის ჩემი კბილი: აი ეს არის თამაში – VII ტური

მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი, კვარაცხელიამ პენალტი გააფუჭა, ჩაკვე გააძევეს – 14 გოლი ევროპაში