in ,

სად არის ჩემი კბილი: აი ეს არის თამაში – VII ტური

ინგლისის ჩემპიონატი თავის საუკეთესო თვისებებს კვლავ ავლენს. ტური არ გავა სასეირო სანახაობა და ინტრიგა არ შემოგვთავაზოს. ამ ტურის მთავარი მატჩი სულ ბოლოს გაიმართა, როდესაც “ენფილდზე” ჩემპიონი “სიტი” ჩავიდა და წაუგებელ “ლივერპულთან” ქულები გაიყო. პირველი ტაიმის 0:0-ის შემდეგ მასპინძლები ორჯერ იგებდნენ მანესა და სალაჰის გოლებით, მაგრამ ჯერ ფოდენმა და მერე დე ბრიუნმა გაათანაბრეს და ამით “ჩელსი” გაახარეს, რადგან სატურნირო ცხრილის სათავეში სწორედ “ლურჯები” აღმოჩნდნენ 16 ქულით. 15 ქულა აქვს ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ “ლივერპულს”, ხოლო 14 ქულა მოუგროვდათ “სიტის”, “მანჩესტერს”, “ევერტონს” და “ბრაიტონს”.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ “ბრენტფორდმა” ისევ იყოჩაღა (მსაჯის წამატებულ დროში მოიგო), “ტოტენჰემმა” სამი წაგების მერე იმარჯვა, “არსენალი” 4 მატჩია აღარ აგებს, ხოლო 4 გუნდი მოუგებელი რჩება.

კლოპი: “ლივერპულის” ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი. კმაყოფილი ვარ ქულით”.

გვარდიოლა: “აი ეს თამაშია. ამიტომაც არის პრემიერლიგა საუკეთესო”.

სალაჰმა ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა.

სულშერი: „მანჩესტერი“ კუთხურს აწვდიდა და 5 წამში აქეთ გაუშვა. ართმევაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ“.

„მანჩესტერს“ 1 მოგება აქვს ბოლო 4 მატჩში.

„ევერტონის“ ნახევარმცველმა თაუნსენდმა რონალდოს საფირმო სტილში აღნიშნა გოლი. მან მოგვიანებით ახსნა, რომ კრიშტიანო კი არ დატროლა, არამედ პირიქით – ეს იყო კუმირით აღფრთოვანების გამოხატვის საშაუალება, რომელთანაც პირველად გავიდა მოედანზე.

რონალდო პირველად ვერ მოხვდა სასტარტოში, მან 57-ე წუთიდან ითამაშა. სულშერმა ეს იმით ახსნა, რომ კრიშტიანო პატარა ბიჭი აღარ არის, თან ის პროფესიონალია და სკამიდანაც შეუძლია ჩაერთოს თამაშში.

ტიმო ვერნერმა პრემიერლიგაში პირველად გაიტანა აპრილის შემდეგ. მისი მეორე გოლი VAR-მა გააუქმა.

“არსენალის” ბრაზილიელი მცველი გაბრიელი კი “ბრაიტონთან” მატჩის შემდეგ კბილს ეძებდა. ის მასპინძელთა მეკარეს შეასკდა დ კბილი დაკარგა. საინტერესო ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გაბრიელს კბილს მოძვრა. მან ერთხელ უკვე დაკარგა კბილი “ემირეითსზე”… “ბრაიტონთან” თამაშის დროს.

პრემიერლიგა – VI I ტური

მანჩესტერი – ევერტონი 1:1
ბარნლი – ნორვიჩი 0:0
ჩელსი – საუთჰემპტონი 3:1
ლიდსი – უოტფორდი 1:0
ვულვერჰემპტონი – ნიუკასლი 2:1
ბრაიტონი – არსენალი 0:0
კრისტალ პალასი – ლესტერი 2:2
ტოტენჰემი – ასტონ ვილა 2:1
ვესტ ჰემი – ბრენტფორდი 1:2
ლივერპული – სიტი 2:2

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაიჯერეთ, რომ სხვებზე უკეთესები ხართ – VII ტური

სამგურალმა დინამო ისევ გაამწარა: ბათუმი თბილისს 7 ქულით უსწრებს