in ,

საბურთალოდან უკრაინის პრემიერლიგამდე: მანდრიჩენკო ინჰულეცის ფეხბურთელია

Crystalbet ეროვნული ლიგიდან უკრაინის პრემიერლიგამდე. დმიტრი მანდრიჩენკო საფეხბურთო კლუბ “ინჰულეცის” ფეხბურთელია.

ინფორმაციას უკრაინული გუნდის Facebook გვერდი ავრცელებს. მოლდოველმა ნახევარმცველმა განვლილი სეზონი “საბურთალოში” გაატარა. მან თბილისური გუნდის მაისურით ეროვნული ლიგის ეფიდით ჩატარებულ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.

დმიტრი მანდრიჩენკო სხვადასხვა დროს: “შერიფის”, “ვორსკლას” და კიევის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა. გარდა ამისა, მანდრიჩენკო: “დინამო ავტოს”, “სპიკულის” და “სფ. ჯორჯის” რიგებში გამოდიოდა. შეგახსენებთ, მანდრიჩენკომ წელს “საბურთალოსთან” ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოულოდნელი შემოტრიალება: ბათუმის დინამომ იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე განსაზღვრული იყო

რივერო mls-ში მიდის: მამარდაშვილს ერთი კონკურენტი გამოაკლდა