in

რუსეთი ყირგიზეთთან ამხანაგურად შეხვდება – ალბათ დიდი ტურნირებისთვის ემზადებიან

საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ნაკრები ბოლოს და ბოლოს თამაშს შეძლებს.


მწვრთნელ ვალერი კარპინის ხელმძღვანელობით, რუსეთის ეროვნული გუნდი ბიშკეკში ჩავიდა, სადაც 24 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში ყირგიზეთს დაუპირისპირდება.


სხვათა შორის, რუსები “ზენიტის” ბრაზილიელი შემტევების, მალკომისა და კლაუდინიოს ნატურალიზებას აპირებენ – პირველს რუსეთის ნაკრებში თამაში 2024 წლიდან შეეძლება, მეორეს კი 2026-დან.

რუსეთის ნაკრები კი მუნდიალის წინა სამზადისშია, მართალია ქვეყანაში უცხოური პროდუქცია თითქმის არ შედის, მაგრამ ადგილობრივი სიმინდისგან მომზადებული პოპკორნითა და ბურახით, რუსეთის ნაკრები, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი მუნდიალის უკლებლივ ყველა მატჩს უყურებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0