in ,

რუსეთიდან წასვლაზე მითითება არ მიგვიცია – რა ხდება კვარაცხელიაზე: რაზე ლაპარაკობენ ხვიჩა და მამამისი

ყაზანის „რუბინის“ ქართველზე დიდი ამბებია ატეხილი და ხვიჩა კვარაცხელიას ხან რომელ კლუბს უკავშირებენ და ხან რომელს. კარგი სანაკრებო თამაშების შემდეგ ჩვენიანზე მადა კლუბსაც გაეზარდა და სარფიანად სურს მისი გასხვისება. თითქოს ისე ჩანდა და ჩანს ჯერაც, რომ ხვიჩა აუცილებლად აღმოჩნდება ამ ზაფხულს ევროპაში, მაგრამ…

კვარაცხელიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

გადაფურცლე რუსეთის ჩემპიონატი და ნამდვილად მიდიხარ?

უაღრესად მადლობელი ვარ რუსული ფეხბურთის. სერიოზული ფეხბურთელი სწორედ აქ გავხდი. მადლობა სიომინს და სლუცკის, რომ უფრო ძლიერი გამხადეს.
მადლობელი ვარ „რუბინისაც“ ასეთი დატვირთული და კარგი სეზონისთვის. პატივს ვცემ კლუბთან კონტრაქტს, სანამ ის გრძელდება, მას დავიცავ. არ მიმიცია აგენტისთვის მითითება, რომ აუცილებლად უნდა წავიდე რუსეთიდან ამ ზაფხულს.
მინდა ევროპაში თამაში, ყველა ღონეს ვიხმარ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ტრანსფერი შედგება. როდის, არ ვიცი, შესაძლოა ამ ზაფხულსაც.

მზად ხარ არათუ ევროპისთვის, არამედ ტოპ კლუბისთვის, ვთქვათ პრემიერლიგის და სერია ა-სთვის?

კი მზად ვარ. ვოცნებობ ამ დონის გუნდებზე. ბედნიერი ვიქნები, ერთხელაც იქ თუ აღმოვჩნდები. მაგრამ ახლა ეს მხოლოდ ოცნებებშია. ამ ეტაპზე „რუბინის“ გენერალურ დირექტორს და ჩემ აგენტს ველოდები.

*

ხვიჩას მომავალზე კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამაც. ის რუს ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს ესაუბრა.

„ჩემი ონება, როგორც მამის და ვიცი თავად ხვიჩასიც, ევროპის დიდ გუნდში ტრანსფერია. ხვიჩას ყველა საქმეს აგენტი მამუკა ჯუღელი განაგებს, მხოლოდ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს ბევრი საუბარია. მამუკა ჩემი შვილის კარიერით 12 წლის ასაკიდან არის დაკავებული.

არ არსებობს არანაირი ულტიმატუმი, ხვიჩა არ აპირებს ყაზანიდან რაც შეიძლება მალე წასვლას ნებისმიერი საბაბით. მას კონტრაქტი აქვს კლუბთან და მას პატივს სცემს. სრულიად კმაყოფილი ვარ ჩემი შვილის პროგრესით „რუბინში“.

ქართულმა მედიამ ჩემი სიტყვები არასწორად გაიგო. დიახ, გვინდოდა თავდაპირველად ხვიჩა ევროპაში მოგვეწყო, მაგრამ რუსეთი – კარგი ტრამპლინია“.

ხვიჩას მამა: ვარწმუნებ ქართველ გულშემატკივრებს, რომ ჩემი შვილი ზაფხულში რუსეთიდან წავა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბენზემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: მან მესის გაასწრო

მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ: ფიფას იდეა მოსწონს