in ,

რუბინი მზადაა 20 მილიონად კვარაცხელია ლიდს იუნაიტედს დაუთმოს

ქართული ფეხბურთის ტალანტი და მთავარი იმედი ხვიჩა კვარაცხელია, ამჯერად ინგლისური მედიის ყურადღების ცენტრშია. Hitc წერს, რომ „ლიდსა“ და „რუბინს“ შორის კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

„რუბინი“ თანახმაა ხვიჩა კვარაცხელია „ლიდს იუნაიტედში“ გაყიდოს. რუსული გამოცემების ცნობით, ყაზანელები, უკვე ამ ტრანსფერისთვის ემზადებიან. მოგეხსენებათ,  „ლიდსის“ ტექნიკური დირექტორი ვიქტორ ორტა კვარაცხელიას წარმომადგენლებს შეხვდა და ქართველი შემტევი ზაფხულში რუსეთიდან ინგლისში გადაბარგებლად ემზადება“, – წერს გამოცემა.

გამოცემა ასევე წერს, რომ „რუბინი“ 15.5 მილიონ გირვანქას ითხოვს, რაც დაახლოებით 20 მილიონ ევროზე მეტია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინმა ყოფილი გუნდი არ დაინდო

საუკეთესო ტრანსფერების ნაკრები