in ,

რონალდოს ახალი რეკორდი: ბარსა სხვა ტურნირზე უნდა თამაშობდეს, ლევანდოვსკი მარტო უდრის მთელ გუნდს – II ტური

ჩემპიონთა ლიგამ ორი ტური მოილია და გარკვეული მონახაზი გამოაჩინა. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ეს „ბარსელონა“ საერთოდ არ შეესაბამება არათუ ევროპულ გრანდს, არამედ კარგ, კონკურენტიან გუნდს. საპირისპიროდ და ტრადიციულად ძლევამოსილია „ბაიერნი“, ხოლო საშუალო გუნდებს შანსი აქვთ, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის რეალურად იბრძოლონ.
მანჩესტერისკენ ყურადღება გადატანილმა კრიშტიანო რონალდომ კი მორიგი გოლი გაიტანა და თან სულ ბოლოს და გადამწყვეტი.

ვინ არის ლიგაზე შერიფი: მესიმ პარიზში პირველი გოლი გაიტანა – II ტური

E ჯგუფი

ბაიერნი – დინამო (კ) 5:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12), 2:0 ლევანდოვსკი (27), 3:0 გნაბრი (68), 4:0 სანე (75), 5:0 ჩუპო-მოტინგი (87)

ბენფიკა – ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 ნუნიესი (3), 2:0 რაფა სილვა (69), 3:0 ნუნიესი (79-პენ)
გაძევება: ერიკ გარსია (87. ბარსელონა)

20 ოქტომბერი: ბარსელონა-დინამო, ბენფიკა-ბაიერნი

“ბაიერნს” ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებილი საერთო ანგარიშით – 45:5.

რობერტ ლევანდოვსკიმ 2021 წელს “ბაიერნის” ყველა საშინაო მატჩში გაიტანა – 14 შეხვედრაში 27 გოლი.

“ბაიერნის” ბოლო 100 მატჩში ლევანდოვსკიმ 119 გოლი გაიტანა.

2021 წელს ლევანდოვსკიმ 41 გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი ტოპ 5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის.

ლევანდოვსკიმ 61 გოლი გაიტანა 49 მატჩში გასული სეზონიდან მოყოლებული.

ლევანდოვსკიმ ზედიზედ 18 მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე. ეს რეკორდია.

ფრენკი დე იონგმა მე-100 მატჩი ჩაატარა “ბარსელონაში”. ის მე-11 ნიდერლანდელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

“ბარსელონას” პირველ ტაიმში არც ერთი ზუსტი დარტყმა არ შეუსრულებია.

“ბარსელონას” ორი ტურის განმავლობაში კარში ზუსტად არ დაურტყამს.

“ბარსელონამ” ევროთასებზე საწყისი ორი მატჩი ისტორიაში მეორედ წააგო. პირველად 1972 წელს.

“ბარსელონა” 5 მატჩია ლიგაზე ვერ იგებს. პირველად 1997 წლის შემდეგ. საერთო ანგარიშია – 2:14.

F ჯგუფი

ატალანტა – იანგ ბოიზი 1:0
გოლი: 1:0 პესინა (68)

მანჩესტერი – ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 პაკო ალკასერი (53). 1:1 ტელიესი (60), 2:1 რონალდო (90+5)

20 ოქტომბერი: იანგ ბოიზი-ვილიარეალი, მანჩესტერი-ატალანტა

კრიშტიანო რონალდომ 178-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ახალი აბსოლუტური რეკორდია.

კრიშტიანო რონალდოს “მანჩესტერში” დაბრუნების შემდეგ ხუთ მატჩში ხუთი გოლი დაუგროვდა.

რონალდოს გოლის ყველაზე გვიანი გამარჯვების გოლია “მანჩესტერისთვის” ლიგაზე.

რონალდოს 12 გოლი დაუგროვდა 90-ე წუთზე ან უფრო გვიან ჩემპიონთა ლიგაზე. მის მდევარ ლეო მესის 6 ასეთი გოლი აქვს.

რონალდოს 41 გამარჯვების გოლი აქვს ლიგაზე, რაც ტურნირის რეკორდია. მესის – 38 მომგებიანი გოლი აქვს.

სულშერი: “როდესაც გყავს რონალდო, შანსი ყოველთვის რჩება”.

ალექს ტელიესმა პირველი გოლი გაიტანა “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში.

G ჯგუფი

ზალცბურგი – ლილი 2:1
გოლები: 1:0 ადეიემი (31), 2:0 ადეიემი (53-პენ), 2:1 ბურაქ ილმაზი (62)

ვოლფსბურგი – სევილია 1:1
გოლები: 1:0 შტეფენი (49), 1:1 რაკიტიჩი (86-პენ)
გაძევება: გილავოგი (85. ვოლფსბურგი)

20 ოქტომბერი: ზალცბურგი-ვოლფსბურგი, ლილი-სევილია

19 წლისა და 254 დღის ქარიმ ადეიემი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეუსრულებია. წინა რეკორდი ტომას მიულერს ეკუთვნოდა – 20 წლისა და ორი დღის.

H ჯგუფი

ზენიტი – მალმიო 4:0
გოლები: 1:0 კლაუდინიო (9), 2:0 კუზიაევი (49), 3:0 სუტორმინი (80), 4:0 ვენდელი (90+4)
გაძევება: აჰმედჰოძიჩი (53. მალმიო)

იუვენტუსი – ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 კიეზა (46)

20 ოქტომბერი: ჩელსი-მალმიო, ზენიტი-იუვენტუსი

“ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.

“ზენიტი” პირველი რუსული კლუბია, რომელმაც ამ სეზონში ევროტურნირებზე მატჩი მოიგო.

“იუვენტუსსა” და “ჩელსის” პირველ ტაიმში ჯამში ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.

ლეონარდო ბონუჩიმ 450-ე მატჩი ჩაატარა “იუვენტუსის” შემადგენლობაში.

ფედერიკო კიეზამ მეორე ტაიმის მე-10 წამზე გაიტანა. ეს ყველაზე სწრაფი გოლია მეორე ტაიმში ტურნირის ისტორიაში.

“ჩელსიმ” ბოლო ოთხ მატჩში პირველად გაუშვა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროსფერი არშიით ასპარეზობა ერთეულთა ხვედრია, ვეცდები და ჩემი ქვეყნის სახელი ოქროს ასოებით ვატარო

გერმანულმა და იტალიურმა გუნდებმა უკეთ ითამაშეს: რომლის გოლია უკეთესი