in ,

გერმანულმა და იტალიურმა გუნდებმა უკეთ ითამაშეს: რომლის გოლია უკეთესი

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური ტოპ 4 ჩემპიონატის გუნდებიდან ბუნდესლიგისა და სერია ა-ს წარმომადგენლებმა სხვებზე უკეთ ჩაატარეს.

გერმანულმა კლუბებმა 7 ქულა მოაგროვეს „ბაიერნისა“ და „ბორუსიას“ გამარჯვებების გამო, რასაც „ვოლფსბურგის“ ფრეც მიემატა. „ლაიპციგმა“ კი წააგო.

იტალიელებმაც 7 ქულას მოუყარეს თავი. „იუვენტუსმა“ და „ატალანტამ“ მოიგეს. “ინტერი“ ქულას დასჯერდა. უქულოდ დარჩა „მილანი“.

პრემიერლიგის გუნდებმა 6 ქულა მოაგროვეს. მოიგეს „ლივერპულმა“ და „მანჩესტერმა“, სამაგიეროდ დამარცხდნენ „სიტი“ და „ჩელსი“.

ლა ლიგის კლუბებს მხოლოდ 4 ქულა აქვთ. ეს „ატლეტიკოს“ მოგებისა და „სევილიის“ ფრის გამო, სამაგიეროდ შერცხვნენ გრანდები – „რეალმა“ მოგეხსენებათ შინ „შერიფთან“ წააგო., ხოლო „ბარსამ“ ლისაბონში დიდი ანგარიშით.

რონალდოს ახალი რეკორდი: ბარსა სხვა ტურნირზე უნდა თამაშობდეს, ლევანდოვსკი მარტო უდრის მთელ გუნდს – II ტური

ვინ არის ლიგაზე შერიფი: მესიმ პარიზში პირველი გოლი გაიტანა – II ტური

ამასობაში უეფამ მეორე ტურის საუკეთესო გოლის გამოვლენა დაიწყო.
კანდიდატები არიან:

„მანჩესტერის“ მცველი ალექს ტელესი, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა „ვილიარეალთან“ შეხვედრაში.

პსჟ-ს ფორვარდი ლეო მესი, რომელმაც პირველად გაიტანა პარიზში და ეს გვარდიოლას „სიტის“ გაუკეთა.

სებასტიან ტილი და მისი გადამწყვეტი გოლი, რომელმაც „შერიფს“ მადრიდში „რეალთან“ მოაგებინა.

ანტუან გრიზმანის გამათანაბრებელი გოლი „მილანთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს ახალი რეკორდი: ბარსა სხვა ტურნირზე უნდა თამაშობდეს, ლევანდოვსკი მარტო უდრის მთელ გუნდს – II ტური

ვიდეო: თოკოს ეფექტური ჩატენვა top 10-ში მოხვდა