in ,

ვინ არის ლიგაზე შერიფი: მესიმ პარიზში პირველი გოლი გაიტანა – II ტური

ჩემპიონთა ლიგაზე მე-2 ტურის მატჩები დაიწყო და ისეთი სენსაცია დაჯდა, ალბათ სამუდამოდ შევა ამ ტურნირის ისტორიაში. ტურნირის თუ არა, მოლდოვური ფეხბურთის და შესაძლოა ამ ქვეყნის ისტორიაშიც მოხვდეს ის შედეგი, რაც „შერიფმა“ დააფიქსირა. ევროპის საუკეთესო ტურნირზე დებიუტანტმა გუნდმა ყველა დროის საუკეთესო კლუბად აღიარებული მადრიდის „რეალი“ დაამარცხა, თანაც ლეგენდარულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს, უბადლო დარტყმა შიგ ცხრიანში წავიდა. რა უნდა „შერიფს“ ლიგაზეო, ამბობდა მოდრიჩი, როდესაც მოლდოველებმა ჯგუფში ადგილი დაიბევეს და აგერ თუ რა უნდა – ორიდან ორი მოგება და ნამდვილი ისტორია და სასწაული.

მოულოდნელი შედეგით დაიკვეხნის „ბრიუგეც“, რომელმაც გერმანიაში მოიგო და თუ პსჟ-სთან ფრესაც მივათვლით, გამოდის, რომ ბელგიური გუნდი შესაძლოა „სიტისა“ და პსჟ-ს ყელში გაეჩხიროს ჯგუდიდან გასვლის საკითხში.

მოხდა კიდევ ერთი ისტორიული ეპიზოდი: ლეო მესიმ პსჟ-ს რიგებში პირველი გოლი გაიტანა, თანაც ლამაზი.

A ჯგუფი

პსჟ – სიტი 2:0
გოლები: 1:0 გეიე (8), 2:0 მესი (74)

ლაიპციგი – ბრიუგე 1:2
გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 1:1 ვანაკენი (24), 1:2 რიტსი (41)

19 ოქტომბერი. პსჟ-ლაიპციგი, ბრიუგე-მანჩესტერ სიტი

პსჟ-მ პირველად დაამარცხა “სიტი”. ეს “ქალაქელების” პირველი მარცხია ლიგის ჯგუფში ბოლო 19 მატჩში.

გვარდიოლამ მეოთხედ წააგო პოჩეტინოსთან. ამაზე ხშირად პეპი დაუმარცხებიათ კლოპს (9) და მოურინიოს (7).

გვარდიოლა: “თუ მესი ბედნიერია პარიზში, მიხარია. მე ვერატიზე ვარ შეყვარებული”.

ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაში “სიტის” 7 გოლი გაუტანა, რაც ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო შედეგია. ამავე დროს, მან 7 გოლი გაუტანა იმ გუნდებს, რომელთაც პეპ გვარდიოლა წვრთნიდა (“ბაიერნს” – 2, “სიტის” – 5) და ესეც პირველი შედეგია.

ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ინგლისურ კლუბს 27 გოლი (35 მატჩში) გაუტანა, რაც 15-ით მეტია ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მაჩვენებელზე.

მესი ლიგაზე ზედიზედ მე-17 სეზონია იტანს. ბენზემამაც მოახერხა იგივე.

მესი: “ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე. პსჟ-ში ადაპტაციას გავდივარ”.

B ჯგუფი

პორტო – ლივერპული 1:5
გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 ფირმინო (78), 1:5 ფირმინო (83)

მილანი – ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 ლუის სუარესი (90+7-პენ)
გაძევება: კესი (29. მილანი)

19 ოქტომბერი. ატლეტიკო-ლივერპული, პორტო-მილანი

“მილანს” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 წაგება აქვს და მხოლოდ 1 მოგება ბოლო 9 მატჩში.

ლუის სუარესმა პირველად გაიტანა ლიგის გასვლით მატჩში ბოლო 6 წელიწადში.

ანტუან გრიზმანმა “ატლეტიკოში” დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა.

“ლივერპული” სეზონის სტარტიდან 9 მატჩია არ აგებს და 18 თამაშია – აპრილიდან.

“ლივერპულმა” მესამედ (1892 და 2009 წლების შემდეგ) შეძლო ზედიზედ 6 მატჩში 3 და მეტი გოლის გატანა.

სადიო მანემ ჩემპიონთა ლიგაში 5 გოლი გაუტანა “პორტუს”, რაც აქამდე “ლივერპულის” ვერცერთმა ფეხბურთელს ვერ შეძლო ცალკე აღებული ერთი ოპონენტის წინააღმდეგ.

მოჰამედ სალაჰი გახდა მესამე აფრიკელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 30 (და მეტი) გოლი გაიტანა, დიდი დროგბასა (44) და სამუელ ეტოოს (30) შემდეგ.

სადიო მანემ ლიგაზე მე-20 გოლი გაიტანა. ის მეოთხე აფრიკელია, ვინც ეს მოახერხა.

ჰენდერსონმა მე-400 მატჩი ითამაშა “ლივერპულში”. ის 27-ე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

კლოპი: “ფეხბურთში მთავარი შედეგია. ასეთი გამარჯვებები კი მას უფრო ლამაზს ხდის”.

C ჯგუფი

აიაქსი – ბეშიქთაში 2:0
გოლები: 1:0 ბერგჰუისი (17), 2:0 ალერი (45)

დორტმუნდი – სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 მალენი (38)

19 ოქტომბერი. აიაქსი-დორტმუნდი, ბეშიქთაში-სპორტინგი

“აიაქსის” ფორვარდმა სებასტიან ალერიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში 5 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია ფეხბურთელისთვის, რომელიც ამ ტურნირში პირველად თამაშობს.

D ჯგუფი

შახტარი – ინტერი 0:0

რეალი – შერიფი 1:2
გოლები: 0:1 იახშიბაევი (25), 1:1 ბენზემა (65-პენ), 1:2 ტილი (90)

19 ოქტომბერი: ინტერი-შერიფი, შახტარი-რეალი

“შახტარი” და “ინტერი” ზედიზედ მეორე სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ზედიზედ მესამე მატჩში ითამაშეს ნულოვანი ფრე.

“ინტერს” ბოლო 9 მატჩიდან მარტო 1 მოგება აქვს ლიგაზე.

“ლესტერის” (2016/17) შემდეგ “შერიფი” გახდა პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი 2 თამაში მოიგო.

ტილი: “შერიფმა” ჯადოსნური მატჩი ჩაატარა. ეს საუკეთესო გოლია კარიერაში”.

“შერიფი” ამ ჩემპიონთა ლიგაზე მე-10 მატჩია არ აგებს საკვალიფიკაციოს ჩათვლით – 8 მოგება და 2 ფრე.

“შერიფი” მე-4 კლუბია, რომელმაც ანჩელოტის “რეალი” დაამარცხა ლიგაზე.

ანჩელოტი: “რეალი” ბევრს ურტყამდა, მაგრამ ზოგჯერ უნრალოდ არ გიმართლებს. გაწბილებული ვარ”.

“რეალმა” ლიგის ისტორიაში 51-ე პენალტი დაარტყა. უფრო მეტი მარტო “ბარსას” აქვს – 53.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-17 სეზონში შეძლო გოლის გატანა.

ბენზემას 72 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. მან გადაუსწრო რაულს, წინ კი არიან რონალდო, მესი და ლევანდოვსკი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი მოქმედი ჩემპიონი: თავისუფლები ოსლოში უძლიერესი შემადგენლობით მიდიან

საბურთალო რეალს: გასწავლით, როგორ მოუგოთ შერიფს