in

რონალდომ დილაობით ცხვრების ბღავილის გამო სახლი შეიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ინგლისში სულ რამდენიმე კვირის წინ გადავიდა და უკვე სახლის შეცვლა უწევს.

თავიდან პორტუგალიელი თავის საცოლესთან, ჯორჯინა როდრიგესთან და ოთხ შვილთან ერთად 7 მილიონ ევროდ შეფასებულ ვილაში დასახლდა. თუმცა, ფეხბურთელს და მის ოჯახს ცხვრების ბღავილი ძილის საშუალებას არ აძლევდა, სწორედ ამიტომ მათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, რონალდოს სახლის უსაფრთხოების სისტემაც დიდად არ მოსწონდა.

„მართალია, სახლი ძალიან ლამაზ ადგილას, ტყეებისა და მთების სიახლოვეს მდებარეობს, ის ასევე ძალიან ახლოსაა ცხვრებთან, რომლებიც დილაობით ზედმეტად ხმაურობენ. ვილის ტერიტორიაზე გადიოდა საზოგადოებრივი საფეხმავლო ბილიკიც. რონალდო – ნამდვილი პროფესიონალია, თამაშის შემდეგ დასვენებას და ძალების აღდგენას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამიტომ, გადაწყდა რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ის და მისი ოჯახი საცხოვრებელს შეიცვლიან“, – უთხრა The Sun–ს წყარომ.

კრიშტიანოს ოჯახი ჩეშირეში მდებარე ვილაში გადავიდა – მისი ღირებულება კი ორჯერ ნაკლებია და მხოლოდ 3 მილიონ ევროს შეადგენს. სახლში არის აუზი, კინოთეატრი და ოთხ ავტომობილზე გათვლილი ფარეხი. აღსანიშნავია, რომ ახალი სახლი ძალიან ახლოსაა იმ ადგილთან, სადაც რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავისი კარიერის პირველი ეტაპის დროს ცხოვრობდა.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ კრიშმა დუბლი შეასრულა და კლუბს „ნიუკასლის“ დამარცხებაში დაეხმარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთი და კრიმინალი: ჯეიმსს მედლები მოპარეს, ბოატენგი იქით ჩივის, ბისაკას სასამართლო ელოდება

მარადონას შვილებმა მამის ინსტაგრამი აღადგინეს: პატივი, რომელიც დაიმსახურე