in ,

როდის უწევს ელ კლასიკო: კალენდარი ცნობილია

ესპანეთის 2022/23 წლების ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნდა.

ლა ლიგა სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და 2023 წლის 4 ივნისს დასრულდება.

პირველ ტურში „ბარსელონა“ „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება, „რეალი“ გასვლაზე ეთამაშება „ალმერიას“, „ატლეტიკოს“ მცირე დერბი აქვს „ხეტაფესთან“.

„რეალი“ „ბარსელონას“ 16 ოქტომბერს მიიღებს (მე-9 ტური), ხოლო სტუმრად 19 მარტს (26-ე ტური) ჩავა.

მთავარი მადრიდული დერბი „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის 18 სექტემბერს (მე-6 ტური) და 26 თებერვალს (23-ე ტური) დაიგეგმა. „ბარსელონა“-„ატლეტიკოს“ შეხვედრები 8 იანვარს (მე-16 ტური) და 23 აპრილს (30-ე ტური) უწევს.

სევილიური დერბი „სევილიასა“ და „ბეტისს“ შორის 6 ნოემბერს (მე-13 ტური) და 21 მაისს (35-ე ტური) დაინიშნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უღრმესი მადლობა პროფესორ ინგოროყვას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა: ნედელევი სამშობლოში დაბრუნდა

ბათუმის დინამოს მეტოქემ უოტფორდის ძირითადის ფეხბურთელი დაიმატა