in ,

როგორ უნდა მოიქცეს ნაპოლი ჩემპიონი რომ გახდეს: სპალეტი პირველი მწვრთნელია – 276 მოგება

„ნაპოლი“ სერია ა-ს პირველი წრის გამარჯვებულია. ხვიჩას გუნდმა მე-19 ტურში სტუმრად „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა და 50 ქულით გათამაშების დამაჯერებელი ლიდერია.

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონატში ლიდერობაზე აზრი გამოთქვა.

„ვიცით, რომ ჩემპიონობის უპრეცედენტო შესაძლებლობა გვაქვს და ამიტომ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი: არ გავუშვათ საგოლე მომენტები, გავაგრძელოთ საკუთარი ფეხბურთის თამაში, შევინარჩუნოთ თავმდაბლობა და პროფესიული მიდგომა“, – თქვა სპალეტიმ DAZN-თან ეთერში „სალერნიტასთან“ მოგების შემდეგ.

„ნაპოლიმ“ სერია ა-ში ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო, მხოლოდ „ინტერთან“ წააგო. საერთო ანგარიშია 36:11.

ამ წუთისთვის პირველი წრის გამარჯვებული „ნაპოლი“ მდევარ „მილანს“ 12, ხოლო „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს, რომლებთაც მე-19 ტურის მატჩები ჯერ სათამაშო აქვთ. მოგეხსენებათ, „იუვენტუსს“ ფინანსური მაქინაციების გამო 15 ქულა ჩამოაკლეს და ფაქტობრივად ჩამოშორდა სკუდეტოსთვის ბრძოლას.

და კიდევ ერთი: „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ მეკარეებს ცვლიან. ნეაპოლში წავა პიერლუიჯი გოლინი, ფლორენციაში კი გაემგზავრება სალვატორე სირიგუ.

276 გამარჯვებით სპალეტი გახდა პირველი მწვრთნელი სერია A-ში, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი მოიგო (სამქულიან ეპოქაში).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რად გვინდა კონტრაქტი, ისედაც ხომ გვაქვს: რას აპირებს ნაპოლი, რომელიც პირველი წრის ჩემპიონია

არაოლიმპიური სახეობების 10 საუკეთესო სპორტსმენი დააჯილდოვეს