in

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას: ბებერი ქალბატონი წამოდგა – XV ტური

იტალიაში მუნდიალის პაუზამდე ბევრი კარგი მატჩი გაიმართა.
მთავარი კი ბოლოს იყო. გამოკეთებული და ყველაფრის მომგები „იუვენტუსი“ მეორეზე მყოფ „ლაციოს“ დაუხვდა. “ბებერი ქალბატონი” აშკარად ხასიათზეა. რომაული გუნდს დიდი ანგარიშით მოუგო და მე-3 ადგილზეც დაასრულა პაუზამდელი პერიოდი.

„ატალანტა“ შინ „ინტერთან“ დაწინაურდა, მაგრამ ჯეკომ პირველ ტაიმში გაათანაბრა, ხოლო მეორეში წინ გაიყვანა თავისიანები. მერე მასპინძელმა პალომინომ საკუთარ კარში ჩაჭრა და შეცდომა 77-ე წუთზე გამოასწორა, როდესაც მეტოქესაც გაუტანა, მაგრამ „ატალანტამ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ბერგამოელებმა ბოლო 4-დან 3 წააგეს და ოთხეულიდანაც გაბრძანდნენ.

მსაჯის წამატებული დრო და მეტოქის დახმარება დასჭირდა “მილანს” 3 ქულისთვის. მილენკოვიჩმა 90+2 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ამის გამო “როსონერიმ” მე-2 ადგილით დაასრულა პაუზამდელი ტურნირი.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ 11 მატჩი მოიგო სერია ა-ში. საერთო ანგარიშია 27:9.

„ნაპოლი“ მეორე კლუბია სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონატის პირველ 15 მატჩში 3 მოიგო. „იუვენტუსს“ ასეთი 4 სეზონი აქვს.

სპალეტი: „მინდა მადლობა ვუთხრა ყველას სეზონის პირველი ნაწილისთვის: მოთამაშეებიდან პერსონალამდე“.

“რომას” 1 მოგება აქვს ბოლო 5 ტურში. 3 თამაშია ჟოზეს გუნდი ვერ იგებს.

მოურინიო: “რომას” ჰყავს ძალიან დაბალი დონის მოთამაშეები. დიბალას გარეშე ძნელია”.

“იუვენტუსმა” ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, საერთო ანგარიში – 12:0.

ალეგრი: “6 ტურის წინ არავის სჯეროდა, რომ “იუვენტუსი” სერია ა-ში მე-3 ადგილზე იქნებოდა”.

სერია ა – XV ტური

ემპოლი – კრემონეზე 2:0
ნაპოლი – უდინეზე 3:2
სამპდორია – ლეჩე 0:2
ბოლონია – სასუოლო 3:0
ატალანტა – ინტერი 2:3
რომა – ტორინო 1:1
მონცა – სალერნიტანა 3:0
ვერონა – სპეცია 1:2
მილანი – ფიორენტინა 2:1
იუვენტუსი – ლაციო 3:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის მარტივი გამარჯვება

საქართველო მე-14-მდე დაქვეითდა: უელსი მეშვიდემდე აღზევდა