ძალიან დასანანი და სამწუხარო მარცხი განიცადა პირველივე შეხვედრაში ლაშა გობაძემ (-87 კგ). ქართველი მსოფლიო ჩემპიონი პირველ შეხვედრაში უზბეკ რუსტემ ასაკალოვს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 5:6 დამარცხდა.
პირველ პერიოდში გობაძე კარგად ჩაუხტა მეტოქეს და კისრულით 2 ქულიან ილეთზე შეძლო მისი დაგდება. პლუს, მსაჯმა პასიურობისთვის უზბეკს მისცა შემჩნევა და ქართველმა პერიოდი 3-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
მეორე პერიოდიც გობაძის აქტიურობით დაიწყო და ლაშა უკეთესი იყო, მაგრამ გამოცდილმა უზბეკმა ლაშან კონტრილეთზე ჩაიყოლა და 6 ქულა აართვა. გობაძემ კი, ამ მომენტიდან მხოლოდ 2 ქულა წამოიღო.
ლაშას აქტიურობის და არაერთი მცდელობის მიუხედვად, შეხვედრაში არაფერი შეცვლილა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ასაკელოვი 1/4 ფინალში გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ უზბეკი ფინალში გავა, ლაშა რეპეშაჟში გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.
GIPHY App Key not set. Please check settings