in ,

რეალმა ვეღარ მოიგო და მესამე ადგილზე ჩამოვიდა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ქულები გაუყო „სოსიედადს“ – 1:1.

კრისტიან პორტუმ 55-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო ვინისიუსმა „რეალი“ წაგებას მატჩის მიწურულს იხსნა, 89-ე წუთზე შეაგდო.

ამრიგად, „რეალმა“ 53 ქულით მე-3 ადგილზე ჩამოიწია და ლიდერ „ატლეტიკოს“ 5 ქულით ჩამორჩება, თანაც სიმეონეს გუნდს ერთი თამაში თადარიგში აქვს. კვირას, 7 მარტს სწორედ მადრიდული დერბია.

სევილიას მესი შეუჩნდა: ატლეტიკომ რეალამდე ხასიათი გამოიკეთა (25-ე ტური)

რეალი – სოსიედადი 1:1

1 მარტი, „ესტადიო დი სტეფანო“

რეალი: კურტუა, მენდი, ვარანი, ნაჩო, ვასკესი, მოდრიჩი (ვალვერდე, 76), კროოსი, ისკო (ვინისიუსი, 61), კაზემირო, ასენსიო (როფრიგო, 61), მარიანო დიასი (დურო, 61).

0:1 – 55 პორტუ, 1:1 – 89 ვინისიუსი.

მადრიდელებს პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, „სოსიედადმა“ ზეწოლას გაუძლო, ხოლო მეორე ტაიში პრესინგს მიმართა და თავდასხმისკენაც გაიხედა. სტუმრები გოლის შემდეგაც არ ჩამჯდარან დაცვაში და ისევ ცდილობდნენ შეტევას. მადრიდელებს ბევრი არაფერი გამოსდიოდთ, თუმცა მასირებულმა შეტევებმა ბოლოს შედეგი მაინც გამოიღო.

მარტო რაული და კასილიასი იყვნენ უფრო ახალგაზრდები, ვიდრე ვინისიუსი, როდესაც „რეალში“ მე-100 მატჩი ჩაატარეს.

„რეალმა“ 5 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

„რეალმა“ პირველად გაუშვა ბოლო 5 მატჩში.

„რეალმა“ ვერ მოიგო პირველად ბოლო 6 მატჩში, მანამდე ზიდანის გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგო ჩემპიონატში, ასევე აჯობა „ატალანტას“ ჩემპიონთა ლიგაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემი და იან დევიტის გზები გაიყარა

ვიდეო: ავარა – რას იმღერებენ ზლატანი და სინიშა სან-რემოზე