in

რეალი BMW-ზე გადაჯდა: აუდის ათასობით კილომეტრი ჩავლილია

მადრიდის „რეალმა“ და „აუდიმ“ თანამშრომლობა შეწყვიტეს.

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა პარტნიორობის დასრულების შესახებ გამოსამშვიდობებელი ვიდეოთი აუწყა, რომელშიც გაიხსენა მადრიდელთა მიღწევები 2003 წლის შემდეგ – მისი სპონსორობის დროიდან მოყოლებული.

„ჩვენ ერთად გადავიტანეთ თითქმის 900 მატჩი და გავიარეთ ასობით ათასი კილომეტრი. ჩვენ გავიგეთ, რომ ზოგჯერ საჭიროა ბოლო წამამდე აჩქარება, ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, ოცნებებს და შეუძლებელის მიღწევისკენ სწრაფვას. ჩვენ ერთად შევქმენით ისტორია, ახლა კი გისურვებთ საუკეთესოს მომავალში“, – ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში.

„რეალის“ ახალი სპონსორი გახდება კიდევ ერთი გერმანული ავტომწარმოებელი BMW. კომპანია ესპანეთის ჩემპიონის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი გახდება და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს საკუთარი მანქანებით უზრუნველჰყოფს.

გარიგების შესახებ მომდევნო კვირაში გამოაცხადებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არც რონალდო და არც სხვა დიდები: ვინ არიან მანჩესტერის ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელები

მამარდაშვილის გუნდი ნაპოლის კვარაცხელიას კონკურენტს ართმევს