in

მამარდაშვილის გუნდი ნაპოლის კვარაცხელიას კონკურენტს ართმევს

„ვალენსიამ“ მოლაპარაკებები დაიწყო „ნაპოლისთან“ ფორვარდ მატეო პოლიტანოს ტრანსფერთან დაკავშირებით. ამაზე La Republicca წერს.

ეს ერთი შეხედვით რიგითი და დიდად არც თუ საინტერესო ტრანსფერია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქმე „ნაპოლის“ და თან მის შემტევ ფეხბურთელს ეხება. ყველამ კარგად იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღეში შეუერთდება „ნაპოლის“ და შესაბამისად წინა ხაზის ნებისმიერი მოთამაშე გარკვეულწილად მისი პოტენციური კონკურენტია. შესაბამისად, საინტერესო და აქტუალურია როგორ სახეს მიიღებს სეზონის წინ ნეაპოლელთა შეტევის ხაზი.

ესპანურმა კლუბმა 10 მლნ ევრო შეთავაზა 28 წლის იტალიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, რასაც ბონუსებიც დაემატება. ნეაპოლელები ფეხბურთელს დაახლოებით 18 მლნ ევროდ აფასებენ, მაგრამ დათმობაზე წასასვლელადაც მზად არიან.

გასულ სეზონში პოლიტანომ 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მისცა 39 მატჩში.
პორტალი Transfermarkt.com ფორვარდს 20 მლნ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი BMW-ზე გადაჯდა: აუდის ათასობით კილომეტრი ჩავლილია

ლივერპული ფარაონსაც ელევა: სალაჰი შესაძლოა სამეფო კლუბში აღმოჩნდეს