დღევანდელი კლასიკოს წინ „მარკამ“ ორი ესპანური გრანდის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ისინი ათწლეულების მიხედვით დაჰყო.
საუკუნის დასაწყისის ათწლეულში (2001-2010) საუკეთესოებად დაასახელეს: კარლეს პუიოლი, ჩავი, ვიკტორ ვალდესი, რონალდინიო („ბარსელონა“); რაული, იკერ კასილიასი, გუტი, მიჩელ სალგადო, რობერტო კარლოსი, ზინედინ ზიდანი და რონალდო („რეალი“).
გასულ ათწლეულში (2011-2020) კი საუკეთესოთა შორის მოხვდნენ: ლეო მესი, სერჟი ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ანდრეს ინიესტა, ჟორდი ალბა და დანი ალვეში („ბარსელონა“); სერხიო რამოსი, კარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდო, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, რაფაელ ვარანი და პეპე („რეალი“).
როგორც ხედავთ, ზოგიერთი მათგანი დღემდე თამაშობენ თავიანთ კლუბებში.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings