in ,

ნაპოლიმ კვარას პასით მოიგო და ისევ ლიდერია: ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ“ შინ „ბოლონიას“ უმასპინძლა და რთულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. ქართველმა შემტევმა პირველ ტაიმში სამი მაგარი პასი გააკეთა და თანაგუნდელები დასარტყმელ, საგოლე სიტუაციაში დატოვა, თუმცა სამწუხაროდ ვერცერთმა მათგანმა, ვერც რასპადორიმ, ვერც მარიო რუიმ და ვერც პოლიტანომ ვერ გამოიყენეს მშვენიერი შანსი.

საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ნეაპოლელებმა თამაში სწორედ ხვიჩას საგოლე პასით მოიგეს. ჩვენიანმა შეცვლაზე შესულ ოსიმენს კარგად გაატანა ბურთი საჯარიმოში და ნიგერიელმაც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.

მოკლედ, ხვიჩამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ის ზოგიერთმა გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც უკვე დაასახელა.

„ნაპოლიმ“ კი პირველი ადგილი დაიბრუნა, 10-დან 8 მატჩი აქვს მოგებული და 26 ქულით ლიდერია. მომდევნო ტურში „ნაპოლის“ რთული გასვლა აქვს, 23-ში „რომას“ ესტუმრება.

ხვიჩას 5 გოლი და 4 ასისტი აქვს ბოლო 7 მატჩში “ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების რიგებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალისა და ბარსას 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ვიდეო: ლოჩოშვილმა საგოლე პასი ჩაიწერა, კრემონეზემ ქულა აიღო