in

რა ხდებოდა, როდესაც რონალდო პირველად მოხვდა მანჩესტერში და რამდენი წლის იყვნენ მაშინ დღევანდელი თანაგუნდელები

კრიშტიანო რონალდო კვლავ „მანჩესტერ იუნაიტედშია“. 2003 წელს ის ნიჭიერ ბიჭად იყიდეს, მსოფლიო ვარსკვლავის სტატუსამდე ჯერ გასავლელი რჩებოდა.

ბუნებრივია, კრიშტიანო მაშინ ერთადერთი ტრანსფერი არ ყოფილა.

კრიშტიანო რონალდო – სპორტინგი, 19 მლნ ევრო
კლებერსონი – ატლეტიკო პარანაენსე, 8.6 მლნ ევრო
ერიკ ჯემბა-ჯემბა – ნანტი, 4.5 მლნ ევრო
ტიმ ჰოვარდი – მეტროსტარზი (დღევანდელი ნიუ-იორკ რედ ბულზი), 3.2 მლნ ევრო
დავიდ ბალონი – სანდერლენდი, 3 მლნ ევრო

რონალდო ოფიციალურად წარადგინეს „ოლდ ტრაფორდზე“ 2003 წლის 13 აგვისტოს, სამ დღეში კი შეცვლაზე შევიდა პირველ მატჩში.

„იუნაიტედის“ დღევანდელი შემადგენლობიდან იმ მატჩისთვის ყველას არ უყურებია, უბრალოდ ასაკი რ აძლევდათ ამის საშუალებას.

დავიდ დე ხეა – 12 წლის
აარონ ვან-ბისაკა – 5 წლის
რაფაელ ვარანი – 10 წლის
ჰარი მაგუაერი – 10 წლის
ლუკ შოუ – 8 წლის
სკოტ მაკტომინი – 6 წლის
პოლ პოგბა – 10 წლის
ბრუნო ფერნანდეში – 8 წლის
ჯეიდონ სანჩო – 3 წლის
მარკუს რაშფორდი – 5 წლის
მეისონი გრინვუდი – 1 წლის

რონალდო ვერ დაეხმარა „იუნაიტედს“ პირველსავე სეზონში გამხდარიყო ჩემპიონი. „მანჩესტერი“ მესამეზე გავიდა, ხოლო ჩემპიონი „არსენალი“ გახდა და ეს ულამაზესად გააკეთა: ერთხელაც არ წაუგია (26 მოგება და 12 ფრე).

ტიერი ანრი საუკეთესო ბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა (30 გოლი), მაგრამ „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა. 2003 წელს „ბურთი“ პაველ ნედვედმა წაიღო.
რონალდოს პირველ „ოქროს ბურთამდე“ 5 წელი რჩებოდა.

სად იყო მაშინ დღევანდელი ჩემპიონი „სიტი“? სად და გასავარდნ ზონას 8 ქულით გაასწრო (მე-16 ადგილი, 41 ქულა, 55-54). არადა, „სიტის“ ურიგო შემადგენლობაც არ ჰყოლია – დევიდ სიმენი მივიდა ნახევარი წლით, შონ რაიტ-ფილიპსი, ჯო ბარტონი, სტივ მაკმანამანი, ნიკოლა ანელკა, კლაუდიო რეინა (დორტმუნდელი რეინას მამა). თასის მატჩებზე ორჯერ განაცხადში მოხვდა 17 წლის კასპერ შმეიხელი.

მე-17-ზე გავიდა და გავარდნას გადაურჩა „ევერტონი“, ხოლო გავარდნენ… „ლესტერი“, „ლიდსი“ (დაბრუნდა მხოლოდ 16 წლის შემდეგ, პრემიერლიგის ანტირეკორი) და „ვულვერჰემპტონი“.

ის გახსოვთ, ვის მაგივრად მიიყვანეს რონალდო? დევიდ ბექჰემი „რეალში“ წავიდა, ამიტომ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იგივე ადგილი, იგივე სულისკვეთება, ახალი გამოწვევა… ვინ არის პიჯაკზე უფრო შავი – ამბები მოკლედ

ლევან მაისაშვილი:ბევრჯერ დადგა საკითხი,როდესაც იქაური ექიმები ამბობდნენ ამ ღამეს ვერ გაატანსო