„მილანი“ 11 წლის შემდეგ სკუდეტოს მფლობელია და ამაში რაფა ლეაუს წვლილი უდიდესია. 23 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში 11 გოლს 8 ასისტი დაამატა და არაერთი დრიბლინგითაც გამოირჩა, შესაბამისად, მისი გადაბირებით უკვე გრანდები დაინტერესდნენ. ყველაფერს კი ის ემატება, რომ ლეაუს მოქმედი კონტრაქტი დასკვნით , ორ წლიან პერიოდში შევიდა და „როსონერის“ ქომაგები აღელდნენ.
ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი ქომაგის თვითი აღმოჩნდა, რომელსაც მარცხენა ფეხზე ლეაუს გამოსახულება აქვს ამოტვიფრული. „გაახანგრძლივე კოტნრაქტი, თორემ ფეხს მოვიჭრი!“ – თვითის შინაარსი ამგვარია და ეს პოსტი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა.
დადებიდან მალევე პოსტს 700 მოწონება ჰქონდა და ბოლოს რაფა ლეაუმდეც მიაღწია, რომელმაც ტირილისა და თხოვნის ემოციებით უპასუხა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture-12.png)
ისე, გულშემატკივარს შეუძლია დამშვიდდეს, რადგან DAZN-თან ინტერვიუში ლეაუმ თქვა, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი სურვილი აქვს, რომ „მილანში“ დიდხანს დარჩეს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings