„ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ ყველაზე მეტად ზრუნავენ ეკოლოგიაზე.
კომპანია Sport Positive-მა, რომელსაც გაერო უჭერს მხარს, პრემიერლიგის ყველაზე ეკოლოგიური გუნდების რეიტინგი შეადგინა. ზედიზედ მეორე წელია საუკეთესოდ აღიარეს „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“, რომლებმაც 27-დან 24 ქულა მოაგროვეს.
მესამე ადგილზე გავიდა „სიტი“ (23 ქულა). ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდა „ნოტინჰემს“ (4.5). „არსენალმა“ მე-6 ადგილი დაიკავა, „მანჩესტერმა“ – მე-7, „ჩელსიმ“ – მე-10.
კლუბების ეკოლოგიურობა შეფასდა 12 კატეგორიაში: კლუბის პოლიტიკა და ვალდებულება ეკოლოგიის დარგში, ენერგიის წყაროს გამოყენება, ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენება, ერთჯერადი პლასტიკატის გამოყენების შემცირება, ნარჩენების უტილიზაცია და გადამუშავება, წყლის ეფექტიანი გამოყენება, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგიური მომარაგება და სხვა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
აღნიშნავენ, რომ ყველა კლუბმა დაკარგა ქულები შიდა რეისებზე გადაფრენით სარგებლობის გამო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/05/rueaef29f4ed9.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings