პორტუგალიურ ფეხბურთში 30 კრიშტიანო რონალდოა. მათგან 29-ს ლეგენდის გამო დაარქვეს სახელი.
პორტალმა Bleacher Report-მა გაარკვია, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში დარეგისტრირებულია 30 ფეხბურთელი, რომელთა სახელი სწორედ კრიშტიანო რონალდოა. ერთი მათგანი ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ გუნდში თამაშებისა და გატანილი გოლების რეკორდსმენი, „ოქროს ბურთის“ 5-გზის მფლობელია.
დანარჩენი 29 ამ უდიადესი სპორტსმენის დებიუტის შემდეგ დაიბადნენ. დიდია ალბათობა, რომ მათ სახელი ყველა დროის გამორჩეული ფორვარდის საპატივსაცემოდ დაარქვეს.
ყველაზე უფროსია კრიშტიაონო რონალდო მორეირა სოუზაში – 2003 წლის თებერვალში დაიბადა, მას შემდეგ, რაც რამდენი თვით ადრე ნამდვილ რონადლოს „სპორტინგში“ დებიუტი ქონდა. მისი მამა ირწმუნება, რომ შვილს სახელი მომავალი ვარსკვლავის პატივსაცემად შეურჩია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„მე „სპორტინგის“ ფანიც კი არ ვარ. მაგრამ ძალიან მომწონდა რონალდო. ის მხოლოდ 17 წლის იყო, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა მისი სტილი და ხასიათი“, – თქვა „ყველაზე უფროსი რონალდოს“ მამამ.
ბევრი სეხნია 2004 წელს დაიბადა, როდესაც 19 წლის კრიშტიანო საშინაო ევროპის ჩემპიონატზე უკვე იყო პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. მაშინ ახალგაზრდამ ორი გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings