in

პოგბა ოპერაციას გადაურჩა

საოცარია წუთისოფელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები თავად იქმნიან პრობლემებს. ნუ, პოგბა განსაკუთრებული ადამიანია, იმაზე მეტჯერ შეიცვალა ვარცხნილობა ვიდრე მოედანზე თავი გამოიჩინა. მერე ფილმი გადაიღო და კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე დაბალი შეფასებაც მიიღო. მოსწყინდა ნისლიანი ცის ცქერა და ტურინში დაბრუნდა.

ჰოდა, პრესეზონზე დაზიანდა თან ისე, რომ ლამის ოპერაცია დასჭირდა მუხლზე, თუმცა კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით პოლს ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს რაც იმას ნიშნავს, რომ საწყის ტურებში ბებერი ქალბატონი ბოჰემური ვარსკვლავის გარეშე იქნება.

„წავიდა როგორც ბიჭი და დაბრუნდა როგორც ვარსკვლავი, თუმცა მისი სიყვარული კლუბისადმი არ შეცვლილა…“ – ასე შეეგება „იუვე“ პოგბას და ვნახოთ, იქნებ წყალგამყოფი პერიოდის ათვლა ახლა დაიწყოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანე: მიუნხენელმა ბავშვებმა განსაკუთრებული მოტივაცია მომცეს

Marca: სილესენი მშობლიურ ნაიმეგენს შეუთანხმდა