in

პარიზის გიგანტები: ყველაზე მაგარი მბაპე, ცუდი მესი და ნეიმარის 100 გოლი

კილიან მბაპე გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია.

23 წლის თავდამსხმელმა 35 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე ბომბარდირმა, „მონაკოს“ ვისამ ბენ-იედერმა 3 გოლით ნაკლები გაიტანა.

მბაპემ ჩემპიონატის ბოლო ტურში „მეცს“ 3 გოლი გაუტანა. ფორვარდმა მე-6 ჰეთ-თრიქი შეასრულა ლიგა 1-ში, 21-ე საუკუნეში მე-2 ადგილზე გავიდა და ყოფილი თანაგუნდელი ედინსონ კავანის გაასწრო (5).
უფრო მეტი ჰეთ-თრიქი 2001 წლის შემდეგ აქვს კიდევ ერთ ყოფილ პსჟ-ელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს (7).

ლეო მესიმ 14 საგოლე პასით მე-2 ადგილი დაიკავა ასისტენტებს შორის.

სტატისტიკის მხრივ მესიმ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა.
არგენტინელმა საფრანგეთის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და 14 პასი მისცა. ჯამში 20 შედეგიანი ქმედება აქვს.
ბოლოს ლეომ „გოლი + პასის“ სისტემით 22 ქულაზე ნაკლები 2006/07 წლების სეზონში დააგროვა. მაშინ მან 14 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა „ბარსაში“ ჩატარებულ 26 შეხვედრაში.

პსჟ გახდა მესამე კლუბი, რომლის რიგებში ნეიმარმა 100 გოლი გაიტანა.
აქამდე ბრაზილიელს 100 გოლი გაუტანია „სანტოსსა“ და „ბარსელონაში“ თამაშისას.
ნეიმარი 21-ე საუკუნეში მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც მოახერხა 100 გოლის გატანა სამ სხვადასხვა კლუბში. აქამდე ეს გაუკეთებია კრიშტიანო რონალდოს – „მანჩესტერში“, „რეალსა“ და „იუვენტუსში“.

ნეიმარმა პირველად ჩაატარა ლიგა 1-ში 20-ე მეტი მატჩი – 22.
ნეიმარი პარიზულ გუნდში 2017 წლიდან გამოდის. სადებიუტო სეზონში 20 მატჩში ითამაშა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო წლევანდელ სეზონამდე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუჩიანო სპალეტი: ხვიჩა ინსინიეს მსგავსად საოცრად ტექნიკურია, მაგრამ ჩვენს რთულ ჩემპიონატს უნდა შეეგუოს

ჰაალანდმა ყველა თანამშრომელს ძვირფასი საათი აჩუქა: ბიჭს 600 ათასი დაეხარჯა