in ,

ლუჩიანო სპალეტი: ხვიჩა ინსინიეს მსგავსად საოცრად ტექნიკურია, მაგრამ ჩვენს რთულ ჩემპიონატს უნდა შეეგუოს

იტალიურმა “ნაპოლიმ” სერია ა მე-3 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. “ნაპოლი” გუნდის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ დატოვა, მაგრამ როგორც სხვადასხვა იტალიური მედია წერს, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელებმა ინსინიეს შემცვლელს მიაგნო და ის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა.

მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი ტალანტი “ნაპოლის” ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

“ნაპოლი” ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, სწორედ ეს ქმნის ჩვენს განსხვავებულობას და ეს სტილი უნდა შევინარჩუნოთ. გენიოსები და ილუზიონისტები გვინდა, რომელიც ფეხბურთს ალამაზებს და ყველა გუნდშია საჭირო. ასეთი იყო ლორენცო ინსინიე და ასეთი სტილის მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელიაც. იგი უნდა შეეგუოს ჩვენს რთულ ჩემპიონატს”, – თქვა ლუჩანო სპალეტიმ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთი აქამდე არასდროს მომხდარა: სიმეონეს სამეული – XXXVIII ტური

პარიზის გიგანტები: ყველაზე მაგარი მბაპე, ცუდი მესი და ნეიმარის 100 გოლი