in ,

პაპუნა ბერუაშვილი “სპორტინგში” გადავიდა! ქართველ ტალანტთა გადინება ევროპის წამყვან ქვეყნებში!

18 წლის ქართველმა მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ლისაბონის “სპორტინგში” გადასვლის შემდეგ კლუბის საიტთან პირველი და მოკლე კომენტარი გააკეთა.

“თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან პორტუგალიის ერთ-ერთ უდიდეს გუნდთან გავაფორმე კონტრაქტი.

ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში ვიასპარეზო, კიდევ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო ჩემი თამაში.

“სპორტინგის” ისტორია ძალიან კარგად ვიცი… ამ კლუბის მუზეუმს უკვე ვესტუმრე და ბევრი რამ ვისწავლე”, – აღნიშნავს ბერუაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ 18 წლის კარის დარაჯი ლისაბონურ გუნდში 1-წლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა “სპორტინგს” მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯიმი ტაბიძე თბილისის დინამოში ითამაშებს!

გადაცემა sport4me-ის სტუმრები გიორგი დევდარიანი და კახა კაჭარავა იყვნენ. ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები…