in ,

გადაცემა sport4me-ის სტუმრები გიორგი დევდარიანი და კახა კაჭარავა იყვნენ. ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები…


მორიგი ზაფხული მოვიდა და ქართული გუნდები ევროტურნირებზე ჩაერთვნენ. სამწუხაროდ, პირველი მატჩების შემდეგ ყველაფერი ბოლო წლებშ დამკვიდრებული მძიმე სურათის იდენტურია. ერთი ფრე და სამი მარცხი…
ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა და ყბადაღებული თემების გადაღეჭვა არაფერს ცვლის, მაგრამ სხვა რა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ პრობლემები და ამაში ორი საკმაოდ წარმატებული ქართველი მწვრთნელი დაგვეხმარა.


დასაწყისშივე სათქმელია, რომ არცერთმა სტუმარმა არ იცოდა ერთმანეთის საუბრის შინაარსი, რადგან ორივე სპეციალისტი ტელეფონით ჩაგვერთო.
კახა კაჭარავა: „დინამო ბათუმზე რაგითხრათ? რამდენიმე წელია ეს გუნდი შენდება და თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, შესაბამისად, შედეგიც სხვებთან შედარებით გაცილებით უკეთესი აქვს. ბათუმელები მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული იყვნენ და მაინც 0:0 წამოიღეს თან ისე, რომ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. ეს ერთ დღეში არ ხდება. შეუძლებელია ექვს თვეში ერთხელ შემადგენლობა ცვალო და ასეთი შედეგი გქონდეს“.

თუკი ვინმე თვლის, რომ ბათუმის „დინამომ“ ურიგო მატჩი ჩაატარა, მაშინ გეტყვით, რომ ვერასდროს გაიხარებთ, რადგან ქართულ რეალობაში ამაზე უკეთესი სურათი ძნელად წარმოსადგენია. ბათუმელთა მოწინააღმდეგე ბრატისლავას „სლოვანია“, სადაც კანკავა, კაშია და ჩაკვეტაძე თამაშობენ. საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე კი გუნდმა „უოტფორდიდან“ იურაი კუკცა და ძალიან საინტერესო ფორვარდი, რამირესი დაიმატა. ქართულ გუნდს რაც შეეხება, აჭარლები 4 წელია გუნდს აშენებენ. წერტილოვან პოზიციებზე ძლიერდებიან და შედეგსაც ვხედავთ.


„გიორგი ჭიაბრიშვილი ძალიან კარგი მწვრთნელია და მას უნდა ვაცადოთ. საერთოდ, არ მგონია სწორი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მწვრთნელი შეიცვალოს, რადგან მას დრო სჭირდება გუნდთან შესაგუებლად და სასურველი შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად. დაველოდოთ, მე მჯერა მისი და იმისაც, რომ „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავა“.
რაც შეეხება გიორგი დევდარიანს. მასაც ანალოგიური სახის შეკითხვები დავუსვით და პასუხები თითქმის იგივე იყო: „სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ყველაფერი 6 თვით კეთდება. თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი ოთხშაბათს ვნახეთ, არათანმიმდევრულის კი ხუთშაბათს. რამდენიმე წელია ვაკვირდები ბათუმის „დინამოს“ და მათი ასეთი ხარისხსი გასაკვირი საერთოდ არ არის. მინდა ვთქვა, რომ ასევე ძალიან მომწონს „ტორპედო“ და „სამგურალი“, რომლებსაც მწირი ბიუჯეტის მიუხედავად გეგმა აქვთ და ასეთ დროს წარმატება შესაძლებელია“.


გიორგი დევდარიანი გორის „დილასთან“ ერთად ევროპა ლიგის პლეი-ოფში იყო, როცა ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა.


„ჩვენნაირ გუნდებს ჯგუფში არაფერი ესაქმებათ და ყველაფერი კანონზომიერად ხდება. როდესაც „ოლბორგი“ დავამარცხეთ მათი ბიუჯეტი 15 მილიონი ევრო იყო და პრესკონფერენციაზე რომ მკითხეს თქვენი ბიუჯეტი რამდენიაო, ვუპასუხე 2 მილიონი ევროთქო, არადა რეალურად ჩვენი ბიუჯეტი 200.000 ევრო იყო. ამის შემდეგ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 10-15 წელიწადში ერთხელ, შესაძლებელია სასწაული მოხდეს და რომელიმე გუნდი ჯგუფში შეძვრეს, მაგრამ ეს იქნება წერტილოვანი გამონათება და თანმიმდევრულობის შედეგი. „რაპიდთან“ ყველაფერი სწორად მოხდა, რადგან ჩვენნაირ გუნდებს იქ არაფერი ესაქმებათ. სამწუხაროდ, ის 10-15 წელიწადში ერთხელ ნაჩვენები ზღაპარიც სანატრელი გვაქვს“.


ვრცლად, გადაცემას შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე მოუსმინოთ და სხვა არაერთ საინტერესო თემაზეც გაიგებთ ქართველ სპეციალისტთა აზრს. მაგალითად: მოთამაშეთა მასიური ემიგრაცია, არადამკმაყოფილებელი დონის ლეგიონერები, ინფრასტრუქტურა და ა.შ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პაპუნა ბერუაშვილი “სპორტინგში” გადავიდა! ქართველ ტალანტთა გადინება ევროპის წამყვან ქვეყნებში!

ტოჩინოშინმა მეორე მოგება ვერ გაიფორმა