in ,

ბერუაშვილი ლისაბონში ჩავა და სპორტინგთან კონტრაქტს გააფორმებს

18 წლის ქართველი მეკარე პაპუნა ბერუაშვილი მომავალ თვეში ლისაბონში ჩავა და პორტუგალიური ფეხბურთის გრანდთან, “სპორტინგთან” კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას პორტუგალიური სპორტული გამოცემა A BOLA ავრცელებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პორტოს საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა, რომელზეც ბერუაშვილი ახალგაზრდა “ჯვაროსნების” კაპიტანი იყო. წყაროს ცნობით, ბერუაშვილის პორტუგალიაში ყოფნით “სპორტინგის” სკაუტებმა ისარგებლეს და ახალგაზრდა ქართველ მეკარესთან კონტრაქტის დეტალები მოაგვარეს. პაპუნა ლისაბონში მომდევნო თვის დასაწყისში ჩავა.

18 წლის პაპუნა ბერუაშვილი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე-300 გოლის და მაკედონიასთან რევანშის მოლოდინში: საქართველო ივნისში საყვარელ ტურნირზე ითამაშებს

მესი ბექჰემის გუნდში ითამაშებს? ლეო ინტერ მაიამის წილების ყიდვასაც აპირებს