in ,

ოქრიაშვილი ჩინეთში?

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა ეგზოტიკურ ქვეყანაში გააგრძელას.

კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევით ჩინური “შანგჯოუ ლიონს სიტი” არის დაინტერესებული. ჩინური გუნდის მთავარი მწვრთნელი სერბი სვეტოჟარ შაპურიჩია, რომელიც 2015-18 წლებში “აპოელის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა.

თორნიკე ოქრიაშვილი “აპოელს” 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამდენჯერვე კი საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება “შანგჟოუს”, ჩინეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და გუნდის შემადგენლობის ჯამური ღირებულება 4.68 მილიონია. 2021 წლის სეზონი კლუბმა 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე დაასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალიდან წასვლა უნდათ, ფულიანი ნიუკასლი კი ყველაფერს მიედ-მოედო – სატრანსფერო ამბები

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში მიდის