2 სექტემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გასამართი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება უმაყურებლოდ ჩაივლის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობამ და საკორდინაციო საბჭომ მიიღო.
ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია ფიქრობდა, რომ სტადიონზე მხოლოდ ვაქცინირებული ქომაგები დაეშვათ, მაგრამ მთავრობა ამას არ დათანხმდა.
შეგახსენებთ, საქართველო-კოსოვოს მატჩი ბათუმში 2 სექტემბერს შედგება.
GIPHY App Key not set. Please check settings