in ,

ლევან კობიაშვილი:იმედია, ბათუმელი ქომაგი ოქტომბერ-ნოემბერის მატჩებზე შეძლებს დასწრებას

24 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო – კოსოვოს შორის გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო – კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა შეაფასა:

„ჩვენთვის გულშემატკივარის სტადიონზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამის სტრუქტურებთან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ისინი კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს დასწრებოდნენ და ბათუმის ახალ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნათ.
სამწუხაროდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.
ბათუმელი გულშემატკივარი დიდ ხანს ელოდა საკუთარ ქალაქში ეროვნული გუნდის თამაშს. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ სურვილის შესრულებას ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილ მატჩებზე შეძლებენ“, – განაცხადა კობიაშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: საქართველო-კოსოვო უმაყურებლოდ გაიმართება

ნიკოლოზ ესართია ევროპის ჩემპიონია:1 ოქრო და 2 ვერცხლი