2022 წლის პირველი დიდი საჩოგბურთო ტურნირის ATP Cup (რომელიც კანადის ნაკრებმა მოიგო) დასრულების შემდეგ, ATP-მა რეიტინგი განაახლა.
განახლებულ კლასიფიკაციაში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 23-ე ადგილს იკავებს. ერთი ცვლილებაა მოწინავე ათეულში. კანადის ნაკრებთან ერთად ATP Cup-ის მოგების შემდეგ, TOP 10-ში დაბრუნდა ფელიქს ოჟე ალიასიმი და გავარდა იანიკ სინერი და ჰუბერტ ჰურკაჩი.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings